შეუკვეთეთ ზარი
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით
ზარის შეკვეთა ვერ განხორციელდა
ზარის შეკვეთა წარმატებით განხორციელდა
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში დახურვა09/29/2017
საჩუქარი აქსისის მომავალ მობინადრეებს
აქსისი მომავალი მობინადრეებისთვის კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს ქმნის დეველოპერულ სფეროში - რემონტის დაზღვევა 360 °- ით.
ყველას, ვინც შეიძენს სრულად გარემონტებულ ბინას აქსისის მიმდინარე პროექტებში ან უკვე შეიძინა ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით და დამატებით შეუკვეთავს სარემონტო სამუშაოებს აქსისის ინტერიერის სამუშაოების ჯგუფს, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, საჩუქრად გადაეცემათ რემონტის ერთწლიანი დაზღვევა 360 გრადუსით.
ახალი პროდუქტი - დაზღვევა 360 °- ით აზღვევს თქვენი ბინის ჭერს, იატაკს, კედლებს და ვიტრაჟებს ისეთი რისკებისგან, როგორიცაა:
- წყლით გამოწვეულ ზიანი, მათ შორის მეზობლისგან ჩამოსული ან მეზობელთან ჩასული წყალი;
- ხანძრით, მეხის დაცემით, წვიმით, სეტყვით, მიწისძვრით, ძლიერი ქარით, ყინვით და სხვა სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანება;
- ქურდობა, ყაჩაღობა, მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედებით მიღებულ ზიანი და სხვა;
სადაზღვეო პოლისი მობინადრეს გადაეცემა, ბინაში სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და სრულად გარემონტებული ბინის ჩაბარებისას.
პროდუქტი შეიქმნა, სადაზღვევო კომპანია არდისთან თანამშრომლობით.