შეუკვეთეთ ზარი

მადლობა გთხოვთ, დამიკავშირდეთ
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

ზარის შეკვეთა ვერ განხორციელდა

ზარის შეკვეთა წარმატებით განხორციელდა

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში დახურვა
03/28/2018

უსაფრთხოების ნორმები სამშენებო ობიექტზე

დეველოპერული კომპანია აქსისისთვის, რომელიც თითქმის 20 წლიან ისტორიას ითვლის, მშენებლობის უსაფრთხოებისა და დაცვის თემა ყოველთვის  დღის წესრიგში იდგა, რადგანაც თავად კომპანიისთვისაა მნიშვნელოვანი სამშენებლო პროცესის შეუფერხებლად და დაცულ გარემოში წარმართვა. ეს  არის პასუხისმგებლობა, რომელსაც კომპანია გრძნობს!

უსაფრთხოება კომპლექსური საკითხია და ის ჯაჭვური პრინციპით რამდენიმე მნიშვნელოვან რგოლს მოიცავს, თუ რომელიმე რგოლი ამოვარდება ან შესუსტდება, მოწყვლადი იქნება მთლიანად ჯაჭვიც. პირველ ყოვლისა უსაფრთხო გარემოს შექმნა თავად კომპანიას ევალება. აუცილებელია უკვე შექმნილი პირობების მუდმივი ზედამხედველობა და შეურიგებელი პოზიცია ყველა აღმოჩენილი დარღვევის მიმართ. მათი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც კომპანიას ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც გადაადგილდება სამშენებლო ობიექტზე.

 

მათ, ვინც უკვე შეიძინა ბინა აქსისის მშენებარე პროექტებში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ყველამ გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები და ხელი არ შევუშალოთ სამშენებლო პროცესს. თუ გსურთ, მოინახულოთ თქვენი მომავალი საცხოვრებელი ბინა მშენებარე ობიექტზე, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ სერვისის სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც დაგეხმარებათ ვიზიტის ორგანიზებაში, ობიექტზე მისვლისას კი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გაგაცნობთ უსაფრთხოების წესებს, რის შემდგომაც ამავე სამსახურის წარმომადგენელთან ერთად და შესაბამისი აღჭურვილობით შეძლებთ გადაადგილებას ტერიტორიაზე. ობიექტზე ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის გარეშე შესვლა დაუშვებელია. ამ წესების დაცვა სავალდებულოა არა მარტო საცხოვრებელი ფართის მფლობელებისთვის, არამედ მათი ბინის ნებისმიერი ვიზიტორისთვის.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ აქსისის ყველა ობიექტს ყავს თავისი სერვის - მენეჯერი. მათი საკონტაქტო ნომრების გასაგებად დაგვიკავშირდით: 2 24 17 17.