შეუკვეთეთ ზარი

მადლობა გთხოვთ, დამიკავშირდეთ
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

ზარის შეკვეთა ვერ განხორციელდა

ზარის შეკვეთა წარმატებით განხორციელდა

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში დახურვა
10/30/2020

დეველოპერული კომპანია აქსისი პალასების მშენებლობის ფინალურ ეტაპზე გადავიდა

დეველოპერულმა კომპანია აქსისმა სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში გაიმარჯვა. პროგრამა  საქართველოს მთავრობამ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში  შეიმუშავა სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით და გულისხმობს სახელმწიფო გარანტიას სამშენებლო კომპანიისათვის საჭირო ფინანსური რესურსის  უზრუნველსაყოფად.

კონკურსში აქსისპალასი 1, აქსისპალასი 2 და აქსისპალასი  საირმე მონაწილეობდნენ და სამივე ობიექტმა დააკმაყოფილა მოთხოვნების ყველა კრიტერიუმი.

საქართველოს მთავრობასთან კომპანია ხელშეკრულებას 15 კალენდარულ დღეში გააფორმებს და ერთ პაკეტში შეკრული სამივე პალასი  ერთიანი დაფინანსების სქემაში ჩაერთვება.

დეველოპერული კომპანია აქსისი პალასების მშენებლობის ფინალურ ეტაპზე გადავიდა და  ყველა მიმდინარე ვალდებულებას  დაასრულებს. სულ მალე დედაქალაქის ცენტრალურ უბნებს განვითარებული, კეთილმოწყობილი ინფრასტურქტურა და სარეკრეაციო სივრცეები შეემატება.