Заказать звонок
Заказ звонка не удалось
Заказ звонка был успешным
Наш представитель сам свяжеться с вами. Закрытაქსისელები სარგებლობენ გადახდის ინოვაციური პირობით - 20/80
ბინის შეძენა ყოველთვის რთული გადაწყვეტილებაა, ირჩევთ ადგილს, აკვირდებით გარემოს, ითვალისწინებთ მოცემულ პირობებს; გაქვთ ყოველთვიური შემოსავალი და ოცნებობთ კეთილმოწყობილ და მყუდრო სახლზე, უკვე წარმოიდგენთ როგორი იქნება თქვენი მისაღები ოთახი, რა ფერის კედლები გექნებათ და როგორ გააფორმებთ ინტერიერს, რომელ საყვარელ ნივთებს გადაიტანთ და რომელს დაუტოვებთ ძველ სახლს სამახსოვროდ.
უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდამ დეველოპერების წინაშე ახალი რეალობა შექმნა. მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის კომპანიის წარმომადგენლებმა სხვადასხვაგვარი პროდუქტის შემუშავება და მომხმარებლისთვის შეთავაზება დაიწყეს. მომხმარებელთან მისვლისთვის აუცილებელი პირობა ხარისხთან ერთად მრავალფეროვანი გადახდის სისტემის შეთავაზებაა.
20/80 გადახდის პირობა - ინოვაციური ვარიანტია, რომელიც კომპანია აქსისის ექსკლუზიური პროდუქტია. ბინის შეძენის მსურველი პირველად შენატანს 20 პროცენტს იხდის, ხოლო დარჩენილ - 80 პროცენტს უკვე ბინის დასრულების შემდეგ, რემონტის დაწყებამდე.
ახალგაზრდა ოჯახებისთვის, რომლებიც ახლა გეგმავენ საკუთარი უძრავი ქონების შეძენას 20/80 გადახდის პირობა იდეალურ გამოსავლად იქცევა. განსხვავებით სტანდარტული შიდა განვადებისგან, როცა ყოველთვიური გადასახადი მაღალია, მომხმარებელი იხდის ბინის საფასურის მხოლოდ 20 პროცენტს და დარჩენილ თანხას ბინაში სარემონტო სამუშაოების დაწყებისას ფარავს.
თუ გაქვთ გარკვეული დანაზოგი და გსურთ აქტივის გაზრდა, უძრავი ქონება იდეალური ვარიანტია. უძრავი ქონების ფასი ყოველთვის მზარდია, ის თანხა, რომელიც მშენებარე ბინაში გადაიხადეთ დასრულებული ბინის პირობებში ბევრად იმატებს.
20/80 შემოთავაზება შეგიძლიათ გამოიყენოთ პირობების გაუმჯობესების მიზნით. თუ საცხოვრებელი ფართის გაზრდა ან უბნის შეცვლა გსურთ, თუ ოჯახის წევრების ზრდასთან ერთად კომფორტზე მოთხოვნაც გაიზარდა, მაშინ აღნიშნული პროდქუტის გამოყენება საჭირო და დროული გადაწყვეტილებაა. საწყისი თანხის შეტანის შემდეგ გაქვთ დრო მშვიდად იპოვოთ თქვენი ამჟამინდელი ბინის მყიდველი და სწორად დაგეგმოთ ახალ სახლში გადასვლა.
თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბინის შეძენა დაუგეგმავი გადაწყვეტილებაა და აუცილებლობით არის განპირობებული, დანაზოგის არარსებობის პირობებშიც. სამომხმარებლო სესხის საფუძველზე, თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ პირველადი გადასახადი, ხოლო ბინის მშენებლობის დასრულებისთანავე უკვე იპოთეკით დატვირთოთ არსებული ქონება და თვიურად იხადოთ თანხა, რომელიც არ აღემატება ბინის ქირას. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უკვე საკუთარი უძრავი ქონება და თანხას იხდით კეთილმოწყობილ მომავალში.
მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორიც, ბიზნეს მოდელი, რომლითაც დღეს დეველოპერული კომპანიები მუშაობენ შეიცვალა. თუ ადრე მომხმარებელი სრულად აფინანსებდა ბინის მშენებლობას და შემდეგ იღებდა მას დასრულებული სახით, ახლა კომპანია თავის თავზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას და მომხმარებელს აძლევს საშუალებას თავად დაგეგმოს და განკარგოს ფინანსები, რომელიც მომავალი საკუთრების შეძენისთვის აქვს გათვალისწინებული.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ ან ვეღარ ახერხებთ სრული თანხის დაფარვას ბინის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ კუთვნილი 20%-იანი წილი უფრო მაღალ ფასად, ვიდრე შეიძინეთ და ამ შემთხვევაშიც დარჩეთ მოგებული.
ბინის შეძენა ყოველთვის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, იცოდეთ რა სარგებელი შეიძლება მიიღოთ და როგორ განკარგოთ თქვენი პირადი აქტივი. გახსოვდეთ უძრავი ქონება ყოველთვის გონივრული კაპიტალდაბანდებაა.