Order callback

Thank You Please call me
We will contact you soon

Call Order failed

Call order was successfully sent

Our representative will call you back Close
03/01/2019

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ (EUGBC) წევრი კომპანიების წლიური შეხვედრა

28 თებერვალს „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ (EUGBC) წევრი კომპანიების წლიური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კომპანია აქსისი პრეზენტაციით წარსდგა. აქსისის ბიზნეს დეველოპმენტის ხელმძღვანელმა, ვასილ ტატანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო როგორც კომპანიის მიმდინარე პროექტები ასევე სამომავლო გეგმები.

EUGBC წლიურ შეხვედრას წევრ ორგანიზაციებთან ერთად ესწრებოდნენ სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მასიეჟ ცურა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე.