შეუკვეთეთ ზარი
ზარის შეკვეთა ვერ განხორციელდა
ზარის შეკვეთა წარმატებით განხორციელდა
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში დახურვაAXIS - ჭავჭავაძის 75 ნომერში 1430 კვმ მწვანე გაზონს მალე უნიკალური მცენარეები შეემატება
აქსისი როგორც დეველოპერული კომპანია ქმნის გარემოს და ზრუნავს მის განვითარებაზე. კომპანიისათვის მნიშვნელოვანია შეიტანოს სიცოცხლე იქ სადაც დეველოპმენტს ახორციელებს.
გაზონი, ჭავჭავაძის 75-ში, რომელიც აქსისმა 1430კვმ უკვე დააგო 4 პარკოსანთა ჯგუფის მცენარისაგან შედგება „Festuca rubra,“ „Festuca arundinacea,“ „Lolium westerwoldicum,“ და „Lolium perenne“ - სწორედ ამიტომაც იგი გამოირჩევა ჟანგბადის წარმოშობის კუთხით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული გაზონის 15 კვადრატული 1 საშუალო ხეს უდრის.
მნიშვნელოვანია ჭავჭავაძის 75-ში არსებული მწვანე საფარის სხვა უპირატესობებიც, იგი ისრუტავს დაბინძურებულ ჰაერს და სამაგიეროდ გამოყოფს გრილ, სუფთა ჟანგბადს.
ზაფხულის ცხელ დღეებში ბალახის საფარის ტემპერატურა 5-8 გრადუსით ნაკლებია ღია გრუნტთან შედარებით. არსებული გაზონი გერმანელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ შექმნილი ტექნოლოგიაა და დამზადებულია ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში.
აქსისის სახლს ჭავჭავაძის 75-ში მალე 43 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე შეემატება, მათ შორის კი მარადმწვანე მუხა და უმრავი სხვა მცენარე. დღეისათვის კი ეზოში 60 ხე ხარობს. სულ მალე მობინადრეებს ეზოში შადრევანიც შეემატება.