შეუკვეთეთ ზარი
ზარის შეკვეთა ვერ განხორციელდა
ზარის შეკვეთა წარმატებით განხორციელდა
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში დახურვაგასული წლების შეჯამება
წლების გამოცდილება, ინოვაციური მიდგომა და მშენებლობის უმაღლესი სტანდარტების დანერგვა, ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რითაც კომპანია „აქსისი“ გამოირჩევა ადგილობრივ ბაზარზე.
„აქსისი“ 18 წლიან ისტორიას ითვლის. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ განახორციელა 38 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და 15 მიმდინარე და ახალი პროექტის დასრულებას 2017-2018 წლებში გეგმავს!
„აქსისი“ საქართველოში ერთადერთი მსხვილი დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც გადალახა სამშენებლო ბაზარზე შექმნილი კრიზისი და პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავ ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
კომპანიის პორტფელი შეიძლება 3 ძირითად კატეგორიად დაიყოს: 2008 წლის კრიზისამდე, პოსტკრიზისული და ახალი პროექტები.
2008 წლის კრიზისამდე აშენდა 18 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 10 სხვადასხვა მისამართზე:
- პეტრიაშვილის 28 (1 კორპუსი)
- პეტრიაშვილის 25 (3 კორპუსი)
- არაყიშვილის 14 (1 კორპუსი)
- არაყიშვილის 16 (1 კორპუსი)
- თამარაშვილის 13 (3 კორპუსი)
- მცხეთის 17 (1 კორპუსი)
- ყაზბეგის 24 (8 კორპუსი)
პოსტკრიზისულ პერიოდში დასრულდა 20 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 8 სხვადასხვა მისამართზე:
- საირმე პალასი (1 კორპუსი)
- კედიას 10 (1 კორპუსი)
- აბაშიძის 34/36 (2 კორპუსი)
- ჭავჭავაძის 75 (2 კორპუსი)
- ჭავჭავაძის 49 (1 კორპუსი)
- კარტოზიას 6 (2 კორპუსი)
- პალასი 1 (7 კორპუსი)
- პალასი 2 (4 კორპუსი)
კომპანიას კარგად აქვს გააზრებული მომხმარებლის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და სიძნელეების შექმნის დღიდან ეტაპობრივად, სტაბილურად ახდენს ყველა ნაკისრი ვალდებულების სისრულეში მოყვანას.
პოსტკრიზისული პერიოდის მშენებლობებიდან აქსისი 2017-2018 წლებში უკლებლივ ყველა კლიენტს დააკმაყოფილებს იგივე პირობებით და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით :
2017 წელი
- კედიას 10 (2 კორპუსი)
- პალასი 1 (I და VI კორპუსი)
- პალასი 2 (IV და VI კორპუსი)
2018 წელი
- პალასი 1 (VII კორპუსი)
- საირმე პალასი (IIკორპუსი)
2016 წელი განსაკუთრებით საამაყო იყო კომპანიისთვის წლის საუკეთესო მულტიფუნქციური პროექტით - აქსის თაუერსი, რომლის მშენებლობა 2015 წელს განახლდა კომპანია „აქსისისა“ და „ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” პარტნიორობით. კომპლექსი 41 სართულისგან შედგება, რომელთაგან 37 მიწის ზემოთ, ხოლო 4 -მიწის ქვეშ არის განთავსებული. მისი სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. აქსის თაუერში გაერთიანებულია დეველოპმენტის 5 მიმართულება: საცხოვრებელი, საოფისე, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი, კომერციული და სარეკრეაციო - გასართობი. აქსის თაუერსის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება, ხოლო სასტუმრო 2018 წლის ზაფხულში გაიხსნება.
2017-2018 წლებში აქსისი კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტს განახორციელებს, მათ შორის:
- „აქსის პალასის“ სავაჭრო ცენტრი, სადაც სულ მალე გაიხსნება საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების ყველაზე ფართო ქსელის ფილიალი და 10 000 მ2 ფართობის ავტოსადგომი
- უმეტეს ობიექტებზე დანერგავს საქართველოში უპრეცედენტო კონსიერჟის მომსახურებას
- დაასრულებს კარტოზიას 6 (III კორპუსი), ჭავჭავაძის 49 (III და IV კორპუსი) მშენებლობებს
- წინამძღვრიშვილის 125 (I და IIკორპუსი) პროექტს
აქსისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშენებლობის - „საირმე პალასი“ დაწყება ა.წ. იანვარში. ეს ბოლო შეჩერებული ობიექტი იყო,რითაც კომპანია მთლიანად დაასრულებს გასული წლების ვალდებულებების შესრულებას და 2018 წლის შემოდგომისთვის მობინადრეებს სრულად დააკმაყოფილებს გაუმჯობესებული პირობებითა და ინფრასტრუქტურით!